
ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა
გაიგე რეალურად რამდენია შენი წარმოებული სურსათის შენახვის ვადა
1
რატომ გჭირდებათ ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა?
ვარგისიანობის ვადა არ არის თვითნებურად განსაზღვრული რიცხვი - სანამ შეფუთვაზე მას დაიტანთ, აუცილებელია პროდუქტის შემადგენლობის , შენახვის პირობებისა და მიკრობიოლოგიური რისკების საფუძველზე დადგინდეს რეალური შენახვის ვადა. არასწორად განსაზღვრული შენახვის ვადა საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას.
2
ვისთვის არის ეს სერვისი?
ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა სავალდებულოა ყველა ტიპის სასურსათო პროდუქტისთვის. განსაკუთრებით აქტუალურია:
-
ახლად გაციებული ცხოველებისა და ფრინველის ხორცი
-
რძე და რძის პროდუქტები
-
ცხოველური წარმოშობის ხორც-პროდუქტები
3
რას მიიღებ ჩვენი სერვისით
-
პროდუქტის მეცნიერულად დასაბუთებული ვარგისიანობის ვადა
-
ლაბორატორიული ტესტირების შედეგები და ანალიზი
-
ვადის განსაზღვრის ოფიციალური დასკვნა/დოკუმენტაცია
-
შესაბამისობა ქართულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან
4
როგორ ვმუშაობთ?
-
პროდუქტის შემადგენლობისა და საწარმოო პროცესის შესწავლა
-
მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური რისკების ანალიზი
-
შენახვის პირობების (ტემპერატურა, შეფუთვა, გარემო) შეფასება
-
ლაბორატორიული ტესტირება და ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია
-
დასკვნისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება
დაგვიკავშირდი
ლოკაცია
კონტაქტი
საინფორმაციო პლატფორმები
ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ყველა რეგიონში
+995 598 17 88 00
+995 599 99 60 06
